გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერსა-გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა ეწყობა

5-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.


ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება სოფლების ფერსისა და გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზის 1.3 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია, გვერდულების, გადაკვეთაზე ლითონის მილების, ბეტონის კედლებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.

 

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე.

 

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 388 600 ლარით ფინანსდება.