გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ამ კვირაში შერბილების ციკლის დაწყებაა მოსალოდნელი

8-05-2023

აპრილის ინფლაცია თიბისი კაპიტალის საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი და დიდწილად მომსახურების ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა სამიზნეზეა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება. თიბისი კაპიტალი არ ფიქრობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფლაცია ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისათვის ნეგატიურია.


ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, თიბისი კაპიტალის აზრით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს, წლის ბოლომდე კი, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება.


გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.