გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება

9-05-2023

„საჭიროა მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“- ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა.


ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია.


„რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოსთან და ვიცი რამდენად პროევროპელია საქართველოს მოსახლეობა და ძალიან პოლარიზებულია საქართველოს პოლიტიკური გარემო. ევროპული რეფორმების დღის წესრიგი არის ის, რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები და იმედი მაქვს, რომ მმართველ პარტიაში დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას მთავარ მიზნად აღიქვამენ“- განაცხადა კეტი პირმა.