გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის "ფორმულას" ეთერში ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა სტანდარტული ნეობოლშევიკური გზავნილით "დამოძღვრა" საქართველო

9-05-2023

„ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის "ფორმულას" ეთერში (არც ეხამუშა) ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა სტანდარტული ნეობოლშევიკური გზავნილით "დამოძღვრა" საქართველო. თურმე თუ ტრადიციულ, კონსერვატიულ ფასეულობებს, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ის არაა "რეფორმატორი" და უნდა "განიდევნოს" - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროპელი რადიკალი მემარცხენეების ეს "მესიჯბოქსი" ქართველი მარგინალების გარდა არავისთვისაა აქტუალური.


„ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის "ფორმულას" ეთერში (არც ეხამუშა) ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა სტანდარტული ნეობოლშევიკური გზავნილით "დამოძღვრა" საქართველო. თურმე თუ ტრადიციულ, კონსერვატიულ ფასეულობებს, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ის არაა "რეფორმატორი" და უნდა "განიდევნოს".


თუნდაც ევროპელი რადიკალი მემარცხენეების ეს "მესიჯბოქსი" ქართველი მარგინალების გარდა აქ რომ არავისთვისაა აქტუალური, არაშორსმჭვრეტელნი ვერც ვერასდროს დაინახავენ. გარე ფარისეველი თვითმარქვია მსაჯულებისა და თვითმარქვია მენტორების უხეში ჩარევებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევს“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.