9-05-2023
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს წარმომადგენელ მაია ლომთაძესთან ერთად გამარჯვების დღე ვეტერან კარლო თავაძეს მიულოცეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
- მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია ამ ადამიანების ღვაწლი. გამარჯვების დღეს ვულოცავ ბატონ კარლოს, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მას! -აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
დიდი სამამულო ომის ვეტერანს, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი ჩაერიცხა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ლესასა და ჩიბათში გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.