გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: 100 წლის წინ მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, "პროლეტარიატის დიქტატის" სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები "ახალ მსოფლიო წესრიგს", ან არა და ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით

9-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

 

ქადაგიძის თქმით, 100 წლის წინ მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, "პროლეტარიატის დიქტატის" სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები "ახალ მსოფლიო წესრიგს", ან არა და ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით.

 

"კლასობრივი ბრძოლა" 21-ე საუკუნეში... "ბოლშევიკი" მარქსისტები ზუსტად იმავე დამოკიდებულებითა და საკუთარი უნიკალურობის ფეტიშით ახდენდნენ კლასობრივ ბრძოლას სამღვდელოების, ინტელიგენციის, ტრადიციული ღირებულებების მიმართ. პროლეტარიატის წინაშე, ყველა მდაბიო და ჩამორჩენილი იყო.

 

მარქსი იყო ღმერთი და დარვინი მისი მოციქული. ახლაც ასეა, პროგრესი და მომავალი ლიბერალ ფაშისტებს ეკუთვნით, დანარჩენი სიბნელეა, უკუნი და რეტროგრადობა. "ახალი მსოფლიო წესრიგია" სახარება, ხოლო კუბილიუსი, კრამონი, ფოტიგა და დეგნანი განმანათლებლები. 100 წლის წინ, მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, "პროლეტარიატის დიქტატის" სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები "ახალ მსოფლიო წესრიგს", ან არა და განიდევნები, ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.