გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თავდაცვის ძალებში საბრძოლო მომზადების კურსი დაასრულეს

10-05-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ასოციაციის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული სწავლებების გავლისა და საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ.
კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების, ჯარისკაცის ცხოვრების, ჯარში არსებული პირობებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაცნობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობის, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მსგავსი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედრო ბაზაზე ვიზიტისა და მომზადების განმავლობაში, სტუმრებს თავდაცვის ძალების მიზნებისა და სტრუქტურის, საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანის, თავდაცვის კოდექსის პროექტისა და მასში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.
საერთო საჯარისო ცენტრში ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი უკვე ჩაუტარდათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.