გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

11-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და პარტნიორობის გაფართოების გეგმები განიხილა.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევით განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გიორგი ამილახვარის თქმით, ქვეყნებს შორის წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, ფრანგული სკოლა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან არსებული თანამშრომლობა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე თანამშრომლობის გაფართოებაზეც იმსჯელეს – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში ფრანგული ენის გაძლიერებას, პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკავშირის საგრანტო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას.

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომსაქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერებისმიმართულებით თანამშრომლობისგაღრმავების საკითხებს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფორმატში განიხილავენ.

 

შერაზ გასრიმ სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობის მზადყოფნა გამოხატა და მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საქმეში.