გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას ვერაფერი დააზიანებს, მათ შორის ვერც ოპოზიციის მცდელობები, ხელი შეუშალონ ამ პროცესს

15-05-2023

„კანდიდატის სტატუსი რომ შარშან არ მოგვენიჭა, ამაზე თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს გამოჩნდა იმ შედეგებითაც, როდესაც წლის ბოლოს გამოქვეყნდა შედეგები, ვინ რა წინსვლას მიაღწია ასე ვთქვათ, საშინაო დავალების შესრულებაში. გამოჩნდა, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე მოლდოვა. საქართველო, ძირითად საკითხებში არის უფრო წინ, ვიდრე უკრაინა.

მიუხედავად ამისა, საქართველო ამ შემთხვევაში „დაიჩაგრა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას ვერაფერი შეაფერხებს, თუმცა არ უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს თვეებში, ან თუნდაც 2-3 წელიწადში საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება.


„საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას ვერაფერი დააზიანებს, მათ შორის, ვერც ოპოზიციის მცდელობები (რომელიც ძალიან ცდილობს), ხელი შეუშალოს ამ პროცესს, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 2-3 თვეში, ან 2-3 წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.


იგივე, სულ რაღაც ორი თვის წინ პოლონეთის პრემიერმა მორავეცკიმ თქვა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინა 2050 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი, უფრო ადრე ეს შეუძლებელიაო. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ამბობენ, რომ წლის ბოლომდე ომი უნდა დამთავრდეს და ის უნდა დამთავრდეს უკრაინის გამარჯვებით. ანუ ამ შემთხვევაშიც კი, უკრაინის (რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ევროკავშირს) ევროინტეგრაცია 2050 წლისთვის, ანუ დაახლოებით 25-30 წლის შემდეგ იგულისხმება.


ამიტომ, აქ იმის მოლოდინი, რომ 2-3 თვეში, ან 2-3 წელიწადში ამ მიმართულებით რამე მოხდება, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სტატუსი რომ შარშან არ მოგვენიჭა, ამაზე თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს გამოჩნდა იმ შედეგებითაც, როდესაც წლის ბოლოს გამოქვეყნდა შედეგები, ვინ რა წინსვლას მიაღწია ასე ვთქვათ, საშინაო დავალების შესრულებაში.


გამოჩნდა, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე მოლდოვა. საქართველო, ძირითად საკითხებში არის უფრო წინ, ვიდრე უკრაინა. მიუხედავად ამისა, საქართველო ამ შემთხვევაში „დაიჩაგრა“. ამ „დაჩაგვრას“ ბრჭყალებში ჩავსვამ, რადგან არ მიმაჩნია, დიდად რამეს წყვეტდეს, კანდიდატის სტატუსი შარშან მოგვენიჭებოდა, თუ წელს მოგვენიჭება. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საქართველოსთან მიმართებაში ასეთი ორმაგი სტანდარტი, ვხედავთ, რომ დასაშვებია, ევროკავშირის ქვეყნები ვაჭრობდნენ რუსეთთან და უნდა ვაჭრობდნენ ყველაფერ იმით, რაც მათთვის არის მისაღები.


იგივე, ბელგიის მაგალითი ავიღოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ნავთობს, გაზს სტრატეგიული დანიშნულება აქვს ამ ქვეყნებისთვის და ამიტომ ამაზე ასე ადვილად უარს ვერ იტყვიან, მაგრამ ბელგიაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასების ბაზარი და ბელგიამ თქვა - არა, რუსულ ალმასებს არ უნდა დაედოს სანქციები იმიტომ, რომ მე ეს მჭირდება, ამაზე ფულს ვაკეთებო.


შედეგად, რუსულ ალმასებს არ დაედო არანაირი სანქცია იმიტომ, რომ ფული უნდა აკეთოს ამ ერთმა კონკრეტულმა ქვეყანამ და იმ ადამიანებმა, ვინც ამ ბიზნესში არიან ჩართულები და ამიტომ ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, საქართველოს დაჩაგვრა ასე ადვილად რატომ უნდებათ?“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის ცალმხრივად უვიზო რეჟიმის აღდგენაზე.


სოზარ სუბარმა გაიხსენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების ქმედებები და აღნიშნა, რომ როდესაც დღეს საუბარია შეცვლილ ვითარებაზე, უნდა დაკონკრეტდეს, რასთან შედარებით შეიცვალა ვითარება და თუკი უკრაინის ომი ომია, საქართველოს ომი რატომ არ იყო ომი.


„როდესაც საუბრობენ შეცვლილ ვითარებაზე, ჩნდება კითხვა, შეცვლილი ვითარება რასთან შედარებით? 2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. იმის შემდეგ, რაც ქვეყნის 20 %-მდე იქნა დაპყრობილი, გორში შემოვიდნენ, ლამის თბილისთან მოვიდნენ, ზუგდიდში და ფოთში ჩავიდა რუსული ჯარი, სენაკის ბაზა აიღეს, ამის შემდეგ სააკაშვილმა გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, ჩვეულებრივ დადიოდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, დაფრინავდნენ თვითმფრინავებით და თითქოს მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო. არც ევროპელებს, არც უკრაინელებს არ უფიქრიათ, რომ ამის გამო შეეწყვიტათ ავიამიმოსვლა რუსეთთან, არც ვიზები შემოუღია უკრაინას.


მეტიც, უკრაინამ რუსეთის მოქალაქეების ვიზები დაუწესა შარშან ომის დაწყებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ხოლო უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთში დღესაც უვიზო მიმოსვლაა და გაცილებით უფრო მსუბუქი პირობებით, ვიდრე ახლა საქართველოსთვის დაწესდა. ამიტომ, თუ შეცვლილ პირობებზე ვსაუბრობთ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ომი საქართველოშ არ იყო ომი? თუ მომდევნო წელს რომ უკრაინის ჯარი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის ლიდერი წითელ მოედანზე აღლუმში მონაწილეობდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და მაინცდამაინც უკრაინის ომია მტკივნეული, ხოლო საქართველოს ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ არის მტკივნეული? ამას ასე კი არ უნდა შევხედოთ, არამედ უნდა შევხედოთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე"- განაცხადა სოზარ სუბარმა.