16-05-2023
"მე ხშირად გამოვირჩევი ქალბატონი ელჩის მისამართით ალბათ დაუმსახურებელი კრიტიკით, მაგრამ ასეთ დეტალებამდე ქართველი და რუსი ავიამგზავრების მიმართ ყურადღების გამოჩენის გამო, მინდა მას გულწრფელი მადლობა გადავუხადო", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი აშშ ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას რუსული თვითმფრინავების უსაფრთხოებასა და სათადარიგო ნაწილების შესახებ.
ქართველიშვილის თქმით, ასეთი წარწერები ამერიკული გადამზიამდავების თვითმფრინავებსაც კი არ გააჩნიათ.
"აშშ-ს საელჩოს მეგობრული დახმარებისა და ელჩი კელი დეგნანის პირადი ჩარევის წყალობით, მოსკოვიდან პირდაპირი რეისების დამადასტურებელ ბილეთებზე დატანებული იქნება სპეციალური წარწერა: "ჩვენს თვითმფრინავს გააჩნია სათადარიგო ნაწილები".
მე ხშირად გამოვირჩევი ქალბატონი ელჩის მისამართით ალბათ დაუმსახურებელი კრიტიკით, მაგრამ ასეთ დეტალებამდე ქართველი და რუსი ავიამგზავრების მიმართ ყურადღების გამოჩენის გამო, მინდა მას გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ასეთი წარწერები ამერიკული გადამზიდავების ავიაბილეთებსაც კი არ გააჩნია.
ძნელად წარმოსადგენია, რა შინაგანი კოშმარის პირობებში უწევთ მათ ფრენა ამ საინფორმაციო ვაკუუმში - არ გააჩნიათ ელემენტარული მონაცემები ბორტის ვარგისიანობის და სათადარიგო ნაწილების თაობაზე. ...რამდენად სანდოა მათ ავია-სადილებში ქათამი და თევზი, ხომ არაა ვადაგასული. ხომ არ სთავაზობენ მგზავრებს სანქცირებული "ვიმ-ბილ-დანის" წვენებს. 2,5 თუ 2,7-ზე აქვთ დაბერილი საბურავები. რამდენი ცალი "ზაპასკა" მოჰყვება. ჰაერში ექსტრემალური გაჩერების საჭიროების შემთხვევაში მუშაობენ თუ არა "სტოპ-კრანები", - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.