« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
17-05-2023
კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “დმ-ანსი“95 % -იანი თანადაფინანსებით 98,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა. კოოპერატივმა საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში საწარმო ააშენა.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის საშუალება, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, მცირე ფერმერული მეურნეობები გარდაიქმნან დიდ მეურნეობებად, შექმნან დოვლათი, აწარმოონ მეტი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი“- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ხუცაიძემ, კოოპერატივის „დმ-ანსი“ წევრებთან შეხვედრისას, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
“დმ-ანსის“კოოპერაციულ საწარმოში წლიურად45ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 13 ადგილობრივ წევრს აერთიანებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „შვანრე“ ხორციელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 29 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა.