გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლანჩხუთის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

17-05-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

 

პროექტის თანახმად ჯურუყვეთის (ბაღლეფი, ჯურუყვეთი, ეწერი), ღრმაღელის (ომფარეთი, წყალწმინდა, ღრმაღელე) , აკეთის ( ქ/აკეთი, გაგური, ჭანჭათი, ზ/აკეთი) ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფელ წიაღობანში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, 7 ათასზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყლის პრობლემა.

პროექტის ღირებულება 21 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

 

ამ დროისთვის, აღნიშნულ სოფლებში, სათავე ნაგებობების მშენებლობა და წყლის მილების მოწყობა მიმდინარეობს.

 

სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონის მენეჯერ თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაათვალიერა.