გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

17-05-2023

საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.


ირაკლი ღარიბაშვილი მარკ რუტეს რეიკიავიკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და საქართველოში მოიწვია.


საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.


მთავრობის მეთაურმა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება.