გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

17-05-2023

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.


ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამკაზე იმსჯელეს.


აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.


გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.