17-05-2023
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე შევხვდი ტრანსი ბავშვების ბევრ მშობელს, რომლებიც მიყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სერიოზულად განიხილავდნენ ტეხასის, ოკლაჰომას თუ სხვა შტატის დატოვებას, რათა დაეცვათ თავიანთი შვილები, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის შეზღუდვაზე საუბრისას ვებგვერდ Jezebel-ს განუცხადა.
კარინ ჟან-პიერმა, მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ის შტატები, რომლებიც ტრანსგენდერი არასრულწლოვნების საწინააღმდეგო კანონი მოქმედებს.
„არსებობს 600-ზე მეტი ანტი-ლგბტქ+ საკანონმდებლო აქტი, მათგან რამდენიმე ასეული, ტრანსგენდერი საზოგადოების საწინააღმდეგოა. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნდა გამოვავლინოთ ისინი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე შევხვდი ტრანსი ბავშვების ბევრ მშობელს, რომლებიც მიყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ თუ როგორ სერიოზულად განიხილავდნენ ტეხასის, ოკლაჰომას თუ სხვა შტატის დატოვებას, რათა დაეცვათ თავიანთი შვილები. ეს არის ის, რაზეც ხმამაღლა და მკაფიოდ საუბარი უნდა განვაგრძოთ. ისინი ბავშვები არიან. ისინი ჩვენი ბავშვები არიან და ისინი ყველა ჩვენგანს გვეკუთვნიან,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა GLAAD-ის (გეებისა და ლესბოსელების ალიანსი ცილისწამების წინააღმდეგ) მედია-დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.