გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფრანგი ენოლოგები სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ

18-05-2023

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფრანგ ენოლოგებს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიადა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე არსებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინეს.


ფრანგი კოლეგები ღვინის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს,საქართველოში მეღვინეობის პერსპექტივებსა და იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს, რაც მეღვინეებსროგორც, დამწყებ ისე პროფესიონალებს საშუალებას მისცემსსაფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე.


გილერმემარტინესი და იანბუხვალტერი  მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით  ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კითხულობენ  და აქტიურად მონაწილობენ მეღვინეობის კვლევებში ინოვაციების პოპულარიზაციასა და განვითარებაში.