გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის თემის ირგვლივ მიმდინარე კამპანია იყო პირდაპირი შეტევა სახელმწიფოზე

18-05-2023

იუსტიციის მინისტრმა „იმედი-LIVE"-ს ეთერში სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილის თემის ირგვლივ მიმდინარე კამპანიის მიზანი იყო საქართველოს წარმოჩენა იმ სახელმწიფოდ, სადაც პატიმრებს აწამებენ, და ეს იყო პირდაპირი შეტევა სახელმწიფოზე.


„აქ იყო პრინციპული შეტევა სახელმწიფოზე, რადგან ამ ადამიანებს უნდოდათ, ისე წარმოეჩინათ, რომ საქართველოში პატიმარს აწამებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამკურნალო დაწესებულებაში მას არ მკურნალობენ და ეს სამედიცინო პერსონალი არ არის საიმედო, და დააყენეს ერთადერთი მოთხოვნა, რაც უკავშირდებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანას პოლონეთში, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ მათ უთხრა უარი.


ეს იყო მათი ერთადერთი მოთხოვნა, ეს იყო დროებითი ღონისძიება და, აქვე განვმარტავ, თუ რას გულისხმობს დროებითი ღონისძიება. ამ ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ანუ როდესაც შესაძლებელია, გაუჩნდეს რომელიმე მოსამართლეს, თუნდაც, ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება სასწრაფოდ ქვეყნიდან გაყვანა – კონკრეტულად ვგულისხმობ სააკაშვილის შემთხვევას, რადგან მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია, იყოს საფრთხის ქვეშ.


რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა არგუმენტი იყო იმდენად მყარი, რომ, მე ვფიქრობ, არ არსებობდა სხვა ლოგიკური გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო სასამართლომ, და ეს არ იყო მხოლოდ მარტო სარჩელი, უფრო სწორად, ჩვენი პასუხი სარჩელზე, არამედ ეს იყო მთელი ის ისტორია, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას საქართველოში და მის განთავსებას პენიტენციურ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.