გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი მკურნალობდა შერჩევითად, შიმშილობდა, რომ წონაში დაეკლო და უნდობლობა გამოუცხადა ხან კლინიკას, ხან ქართველ ექიმებს და ითხოვდა უცხოეთში გადაყვანას

18-05-2023

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღემდე იუსტიციის სამინისტროსთვის შესაბამისი ფორმით არავის მიუმართავს პოლონელი ექიმების სააკაშვილის მონახულების თაობაზე.


„ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ ადამიანი მკურნალობდა შერჩევითად, შიმშილობდა იმისათვის, რომ წონაში დაეკლო, და უნდობლობა გამოუცხადა ხან კლინიკა „ვივამედს" ხან ქართველ ექიმებს და ითხოვდა უცხოეთში გადაყვანას. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან, მაგრამ მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით. დღემდე ეს არავის გაუკეთებია. ვსვამ კითხვას: თუკი თქვენ გულშემატკივრობთ ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ამდენი ადვოკატია, ამდენი პოლიტკიური ლიდერი, ნუთუ არ არის შესაძლებელი, რომ ელემენტარული წერილი წარმოადგინონ კანონმდებლობით დაცული ფორმით? მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ.


შესაბამისად, კითხვაზე – იყო ეს გაკეთებული ნებსით ნუ უნებლიეთ? – გადავიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი იყო გაკეთებული შეგნებულად, რათა გაჩენილიყო პრესის ფურცლებზე და მედიაში სათაურები, თითქოსდა ვინმეს არ უშვებენ მასთან. შევუშვებთ, ოღონდ მოითხოვონ. აქაც კი ცდილობდნენ იმას, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ყოფილიყო გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური სკანდალისთვის და ეს ადამიანები საკმაოდ ოსტატურად წარმოაჩენდნენ ტყუილებს. მათი სტრატეგიაა, მთავარია, დაგაბრალონ, და მერე ამ უარყოფას უკვე აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს" – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.