გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმების ენით საუბარს და ევრო რეკომენდაციების საბოტაჟს

18-05-2023

თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმების ენით საუბარს და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებეთ ევრო რეკომენდაციების საბოტაჟს, რადგან ყველამ იცის, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრო რეკომენდაციის ერთერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ ვნახეთ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება, როგორ აბულინგებდა ოპოზიცია თავის კოლეგებს.


„ორი ფაქტია ხელისგულზე - ერთი, გუშინ შევხედეთ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას, როგორ აბულინგებდით თქვენს კოლეგებს და მეორე - თქვენივე ტელევიზიები ყვებოდნენ რისი ხმა გამოდიოდა თქვენი ფრაქციის ოთახიდან, თქვენი ტელევიზიები ყვებოდნენ გინებაზე ჩხუბზე, აყალ-მაყალზე და არა, არ ვაბულინგებთ ერთმანეთსო. ეს არის ფაქტი და მეორე ფაქტი, ბატონო დავით, თქვენ რომ ბრძანებთ, როცა ჩვენ კონსულტაციები გადავწყვიტეთ სხვა ფორმით, არა ამ ფორმით, როგორიც თქვენ დაიწუნეთ, მაშინ სახალხო დამცველთან დაკავშირებით ბოლოს სად მივედით იცით? ათობით ოფიციალური, არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ორი გვარი დაგვიდეთ, ან ამას აირჩევთ, ან მხარს არ დაგიჭერთო.


ხომ იყო ასე, არაფერი ტყუილი არ არის, ტყუილი თქვენსკენ მოიკითხეთ. ახლა რა ხდება, ორი გვარი დაგვიდეთ წინ, არაფერ კომისიას არ დაუდია, იქ ქულათა შეფასების სისტემაშიც კი იტყუებოდით. შესაბამისად, თქვენი მოლაპარაკებები ასეთია, რომ თქვენ დადებთ, თქვენს წარმომადგენლებს ან ჩავსვამთ სადღაც, რომელიღაც საბჭოში, ან დავსვამთ სახალხო დამცველად, ან თქვენ არ მოდიხართ არაფერზე. ულტიმატუმის ამ ენით საუბრობთ და ამიტომ იყო თვეების განმავლობაში ერთი გვარიც რომ არ დაგვისახელეთ და რეალურად არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაგიკეთებიათ საჯაროდ.

მერე გითხარით, რომ ბოლო დღეა კენჭისყრებამდე და თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა მზაობა, რომ გვემსჯელა ამ კანდიდატებზე.


თქვენ ამაზე უარი თქვით, არცერთმა თქვენგანმა ერთი პოლიტიკური სუბიექტის გარდა, გვარებიც კი არ დაასახელეთ და ახლა გვამუნათებთ და ჭკუას გვასწავლით. ამიტომ, თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, თავი დაანებეთ ულტიმატუმების ენით საუბარს და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებეთ ევრო რეკომენდაციების საბოტაჟს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს საკითხი და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრო რეკომენდაციის ერთერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.