18-05-2023
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „პოზიტიური მშვიდობის ინდექსს“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საინტერესოა ოთხი პუნქტი, რომლებსაც ოპოებზე აგურის თავში ჩარტყმის ეფექტი აქვს: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა; ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა; კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ინფორმაციის თავისუფლება.
„ინფორმაცია, რომელსაც ე.წ. კრიტიკული მედია ნამდვილად არ გააშუქებს: - 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს: