19-05-2023
თემურა ჭყონიას ბოდიში მოუხდია, არ ვიცოდი რომ ''მაკდონალდსის“ კამპანიის შესახებ, უნდა გამეკონტროლებინაო. ეს ვისაც გინდათ, მან დაიჯეროს, მაგრამ მე პირადად არ მჯერა, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არ გაკვირვებია, რომ „მაკდონალდსმა“ კამპანია ტყუილზე ააგო, ვინაიდან ამ კომპანიის PR სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძეა.
„თემურა ჭყონიას ბოდიში მოუხდია, არ ვიცოდი რომ ''მაკდონალდსის“ კამპანიის შესახებ, უნდა გამეკონტროლებინაო. ეს ვისაც გინდათ, მან დაიჯეროს, მაგრამ მე პირადად არ მჯერა. არც ის გამკვირვებია, რომ ამ კომპანიამ დეზინფორმაციაზე ააგო კამპანია, რადგან PR სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანუკიე ჟრჟოლიანის გოგო, დედალი გიგია მაქარაშვილი - მარიამ გეგუჩაძეა. ახლა ხომ ხვდებით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან ჭყონიას კანტორაში?“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
„მაკდონალდსმა“ გამოაკრა ბილბორდები, სადაც ეწერა, თითქოს ქვეყანაში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს. მოგვიანებით, ჭყონიამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ "ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს".