გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რატომ დაუწესეთ 2008 წლის ომის შემდეგ რუსებს უვიზო რეჟიმი, რატომ მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები და რატომ დააბრალეთ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება- ამაზეა კითხვები და პასუხები საჭირო

20-05-2023

„რატომ დაუწესეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს უვიზო რეჟიმი?! რატომ მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები, რატომ დააბრალეთ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული, ამაზეა კითხვები და პასუხები საჭირო და არა ის, რატომ არ უწესებთ საკუთარ მოქალაქეებს სანქციებს“- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მამუკა მდინარაძის თქმით, სპეკულაციურად ისმის კითხვები თუ რატომ არ უწესებს „ქართული ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს, რატომ არ შევდივართ ომის რისკში და ქართული ხელისუფლება რატომ არ კრძალავს ფრენებს.


მისივე თქმით, ხელისუფლება არ აწესებს სანქციებს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეს არ მიადგეს ზიანი.


„დღეს ისინი [ოპოზიცია] ჩვენ ასეთ სპეკულაციურად და თეატრალური ნიჭის გამოყენებით, როგორც ბატონი ვაშაძე, „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე და მათგან გამომსვლელები აკეთებდნენ ამ ტრიბუნიდან, გვეუბნებიან, რომ პუტინმა რომ 2019 წელს სანქციები დაუწესა ქართველებს, ვიზები რომ შეუზღუდა, ფრენები რომ გაუუქმა, დღეს რომ აღადგინა-რა მოტივაციით ეს მეორე საკითხია, მაგრამ ახლა ჩვენ რომ გვეუბნებიან ამერიკელები, ევროპელები, ჩვენი პარტნიორებიც რომ ითხოვდნენ ჩვენთან ერთად რომ ეს არის უსამართლო და მოხსენითო, დღეს შეიცვალა სიტუაცია, რაღაც მოტივაციით მოხსნეს და თქვენ რატომ არ უწესებთ, ანუ, „ქართული ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს თურმე რატომ არ უწესებს სავიზო შეზღუდვებს, რატომ არ აწესებს სანქციებს, ანუ, რატომ არ შევდივართ ომის რისკში და ქართული ხელისუფლება რატომ არ კრძალავს ფრენებს, ეს კითხვა ისმება.


კი ბატონო, შეიძლება დაისვას ეს შეკითხვა, მოტივაციასთან დაკავშირებით, კარგი მოტივაციით ხომ არ ექნება ოკუპანტ ქვეყანას? კი ბატონო, არ შევდივართ სპეციალურად ამ პასუხებში და ამ რისკებში, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს წნეხი მოვაშოროთ. იმიტომ, რომ ზოგი რომ ამბობს 150 000 რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, გაერო 450 000, მაგრამ სინამდვილეში 800 000-დან 1 000 000-მდე საქართველოს მოქალაქე და ჩვენი თანამემამულე რომ არის რუსეთში იმათ არ მიადგეთ ზიანი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.