გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

22-05-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ვასილ ურუშაძის მიერ, გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:


მიმდინარე წლის 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანის“ გავლით, საქართველოში შემოვიდა 58 სარკინიგზო ვაგონის შემადგენლობა, საიდანაც 31 ვაგონი არის ცარიელი, ხოლო დანარჩენ სარკინიგზო ვაგონებში განთავსებულია საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიების (უწყება თავს იკავებს ექსპორტიორი კომპანიის და მიმღები კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) დანიშნულებით გამოგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურისათვის განკუთვნილი საქონელი.


აღნიშნული ექსპორტიორი კომპანიები არ არიან მოხვედრილი სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებული პირების ჩამონათვალში.


ამასთან, კომპანიებს, აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირების პროცესი ჯერ არ განუხორციელებიათ.


აქვე განვმარტავთ, რომ მომართვის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელებს საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის სანქციების აღსრულების მიმართულებით.


შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.