24-05-2023
“ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა - თავისუფლებაა”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა საზეიმო გაფორმებაში.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ.
“გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერც ერთი ჩვენი განმარტება ვერც დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს - მათ უბრძანეს "რუსულ პარანოიას" გადაყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე. მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს - ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ "დენით" გარდაცვლილ ადამიანებს.
და ერთიც - ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა - თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან.