გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია კომპანიის „პეპსიკო საქართველო“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა

25-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია კომპანიის „პეპსიკო საქართველო“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში ინვესტირების ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


„ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ყველა ხელშემწყობი პირობა არსებობს. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაქვს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის მოლოდინი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.


კომპანიისწარმომადგენლების განცხადებით, საქართველო საინტერესოასოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით, რაც ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.


აღსანიშნავია,რომ კომპანია „პეპსიკო" კვებისა და სასმელების სფეროში წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ესწრებოდა.