გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი დაზღვევა „ლექსუს თბილისის“ მომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

25-05-2023

თიბისი დაზღვევა „ლექსუს თბილისთან“ გახსნის დღიდან თანამშრომლობს და მის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ სპეციალურად მათზე მორგებული 3 უნიკალური სადაზღვევო პაკეტიდან ერთ-ერთი აირჩიონ. ნებისმიერ პაკეტს საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. გარდა ამისა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა საქართველოს გარდა შეუძლიათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე და ასევე ლექსუსი ცენტრში ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით სარგებლობა 5 წლის განმავლობაში.


„ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ლექსუსთან პარტნიორობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა“, - თიბისი დაზღვევა.


21 მაისს შატო მუხრანში „ლექსუს თბილისის“ ორგანიზებით გაიმართა ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია, რომლის მხარდამჭერიც იყო თიბისი დაზღვევა. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის RX-ის მეხუთე თაობის მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.


თიბისი დაზღვევა აგრძელებს „ლექსუს თბილისთან“ თანამშრომლობას და ავტოინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანას.