გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს

25-05-2023

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "postv-თან" აცხადებს, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.

 

ცნობისთვის: დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რომ მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება, რუსეთის პატრიაქრის - კირილის ანგელოზის დღის მისალოცად, რომელიც 27 მაისს აღინიშნება.