გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო შეხვედრებს მართავს

25-05-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დელეგაცია, უწყების უფროსის ლევან კაკავას ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.


აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქევინ ქარლანდსა და ამავე დეპარტამენტის ვაჭრობის აღსრულების, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებს.


შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში გაწეული ღონისძიებები და შემოსავლების სამსახურთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ და უწყვეტ მხარდაჭერას საბაჟო სისტემის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე.