გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან კაკავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

25-05-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კომისრის თანაშემწის მოადგილეს, კლინტ ლემს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბაჟო ადმინისტრაციები, ასეთი მაღალი დონის შეხვედრას მართავენ. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.


ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობებისა და საბაჟო ადმინისტრაციის შემდგომი ინსტიტუციონალური გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში გაიმართა და მას, ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე.