გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კობა კობალაძე, ვაშინგტონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

25-05-2023

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.


ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობას.


საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვაშინგტონში მოღვაწე ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ და "თეატრალურის კვარტეტმა".