25-05-2023
არ ვიცი, რამდენად რეალურია, მაგრამ თუ არგუმენტაცია არის ვიღაცასთან დაახლოებულობა, აქაც მტკიცებულებების გარეშეა საუბარი. აქაც ისეთივე აბსურდული მტკიცებულებები არის, როგორც სხვა შემთხვევაში მოვისმინეთ-ხოლმე „მტკიცებულებები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით თავად ეს ფაქტი მისთვის უცნობია.
„არ ვიცი, რამდენად რეალურია, მაგრამ თუ არგუმენტაცია არის ვიღაცასთან დაახლოებულობა, აქაც მტიკიცებულებების გარეშეა საუბარი. აქაც ისეთივე აბსურდული მტკიცებულებებია, როგორც სხვა შემთხვევაში „მტკიცებულებები“ მოვისმინეთ-ხოლმე. გასაკვირი არ არის, ნამდვილად არ გამკვირვებია, იქიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ბევრმა ლიდერმა მოიცალა ჩვენთვის და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად და კვალდაკავალ მოიცალა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ერთი მხრივ, დაებრალებინათ და მეორე, ამ ქვეყნისთვის ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა, აქ საქართველოში, პირდაპირ მოეთხოვათ. ამის არ შესრულების ფონზე, არანაირი სანქცია არ გამიკვირდება მათი მხრიდან და ცალკეული წარმომადგენლები ამაზე შესაძლოა, ზრუნავენ კიდევაც. ეს არის პასუხი უარზე, რომ მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ გაიხსნა“, - განაცხადა მდინარძემ.