გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ანივარდ მოსოიანი აირჩიეს

25-05-2023

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს.


დღეს პარტიული კონფერენციები ასპინძასა და ახალქალაქშიც გაიმართა.  ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს;


ახალქალაქის ორგანიზაციას - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი.  ამით სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა.


მიმდინარე კვირის ბოლოს „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ვაკის, საბურთალოს, კრწანისისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.