ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა

26-05-2023

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა.
კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ბრძოლის ვეტერანებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი.
ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის წინ ადგილობრივი ძალებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.
ქალაქში, დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა.