გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ღარიბაშვილის მიმართვა ევროპას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ინსინუაციურ კამპანიას, როდესაც გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს საქართველოს მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება და საქმით საპირისპიროს მეტყველებს - ზურაბ ქადაგიძე

30-05-2023

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო მკაფიო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღირსეულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და ახლა ჯერი ევროკავშირზეა შეასრულებს თუ არა დაპირებას.


„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ევროპა ტოვებს საქართველოს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას 2-3-ჯერ სჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი საქართველოსთვის, მუშაობის საფუძველზე, უნდა მიენიჭებინათ“, - ირაკლი ღარიბაშვილის ეს მიმართვა ევროპას, კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ინსინუაციურ კამპანიას, როდესაც გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს საქართველოს მხარდაჭერა, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება და საქმით საპირისპიროს მეტყველებს. როდესაც ყველა მონაცემითა და შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა ასოცირებულ ტრიოში. როდესაც რუსული ოკუპაცია წლებია გრძელდება საქართველოში. როდესაც საერთაშორისო სამხედრო მისიებში, საქართველო პირველ ადგილზეა კონტრიბუციების თვალსაზრისით, და ეს „როდესაც“ უსასრულოდ შეიძლება გააგრძელო... იმის მაგივრად, რომ 2008 წლის ომის შემდგომი შეცდომები და 2022 წლის აბსურდით გამართლებული კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობას აღიქვამდნენ ადეკვატურად, კვლავ აგრძელებენ ინსინუაციურ კამპანიას, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს დასამტკიცებელი არავისთან არაფერი აქვს.


სისხლით, საქმით, ერთგულებით დაამტკიცა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა - მზად არის შეასრულოს არამხოლოდ დაპირება, არამედ ვალდებულებაც კი? წლის ბოლოს ვნახავთ“! - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.