გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად

30-05-2023

ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში - ეს არის რეალობა, ამიტომ აქცენტი ჯობია გავაკეთოთ გაერთიანებაზე ოპოზიციის და მთავრობის. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს. აი ეს - „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთან" - ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ამიტომ ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, -- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთს შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაფერი მოქმედი ხელისუფლების გაკეთებულია.


„დიდი მადლობა კითხვისთვის შოთა. დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი - ოპოზიციის წარმომადგენელია, ოპოზიციის რიგებიდან არის. იყო ჩვენი მთავრობის წევრი ორიოდე წლის წინ. ცოტათი უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრიუსელში, და შემდეგ ბრატისლავაში და მკითხა ეს პროვოკაციული კითხვა?!


ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს და იტყვის, რომ ჩვენი გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი,"- განაცხადა პრემიერმა.

პოლარიზაციის დასრულებაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა ასე უპასუხა:


„თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ შემდეგი GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში,"- განაცხადა პრემიერმა.