« ოქტომბერი 2023 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |
31-05-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახუთსა და სარაქონში. 1 ცირკული ტიპის სახერხი საამქრო კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში დალუქეს. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე ალვის სახეობის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან, სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.