« ოქტომბერი 2023 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |
1-06-2023
ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.
"ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც ომში არიან", - განუცხადა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოსლოში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ნატო-ს ლიდერების ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შეთანხმებას კიევთან ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.
შეგახსენებთ, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის.