გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდა

2-06-2023

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის-ტურიზმის სკოლაში ჩატარდება. უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები თვითმმართველობის 120 დელეგატს აირჩევენ.

არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ფუნდამენტურ საფუძველს და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა მსგავსი ხასიათის ღონისძიებებში.


შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.


უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამორიცხავს ყოველგვარ ჩარევას საარჩევნო პროცესებში და, ასევე, მოუწოდებს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დააკვირდნენ პროცესებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარებას.


არჩევნების დღეს 08:00 საათზე უნივერსიტეტში 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხმის მიცემის პროცედურა კი, 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.


სტუდენტებმა, როგორც ამომრჩევლებმა, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.