გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„თამაზ მეჭიაურის მერად მოსვლის შემდეგ რაიონში დაიწყო ჩვენი მძიმე ცხოვრება" - სამსახურიდან გათავისუფლებულები სასამართლოში ჩივიან

16-08-2018

თიანეთის ახალი მერის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულები სასამართლოში ჩივიან. მათ საქმეს თიანეთის მაგისტრანტი სასამართლო დღეს განიხილავს. ისინი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და თანამდებობებზე დაბრუნებას ითხოვენ.

ისინი თიანეთის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი გამგებლის წარმომადგენლები იყვნენ. მათი თქმით, სამსახურიდან ახალმა მერმა დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა, რომელმაც მათ სამსახურებრივი გადაცდომა დაუდგინა.

თიანეთის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების შეფასებით, ისინი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

„თამაზ მეჭიაურის მერად მოსვლის შემდეგ რაიონში დაიწყო ჩვენი მძიმე ცხოვრება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინეთ წარმომადგენლები განსაკუთებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები,“- განაცხადა თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომელმა, ნატო სუარიშვილმა.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ბრალდებებს თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება.

„ისინი არ იყვნენ სათანამშრომლოდ მოწოდებულები, თუნდაც ეს დასტურდება ჩემი მისვლის დროს. არათუ მოვიდნენ, რომ თუნდაც ეკითხათ, რომ როგორ ვითანამშრომლოთო, გავიდნენ შვებულებაში,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"რუსთავი2"