გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

6-06-2023

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელეს. 


უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და უწყების ხელმძღვანელ პირებს უკვე შეხვდა.