გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას

6-06-2023

მთავრობის მეთაურმა ქუთაისში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს შეეხებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:


„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი,"- განაცხადა პრემიერმა.


კითხვაზე - საშუალება რომ გქონოდათ რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:


„მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.