გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში, მდინარე რიონის აუზიდან თევზჭერის უკანონო იარაღები ამოიღეს

16-08-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს. 

სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე რიონის აუზის - ზუთხის სატოფე ადგილები. 

მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული „ საზუთხე ანკელარი", 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი(20მმ) ჰქონდათ ჩაგებული. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები მდინარიდან ამოიღეს.