6-06-2023
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ვივეკ რამასვამიმ NatSec Daily-ის განუცხადა, რომ ნატოს წევრობის გაფართოება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ Politico წერს.
„მე ვიცი, რომ თქვენ ეს არ უნდა თქვათ, მაგრამ ეს ფაქტია. ნატოს გაფართოება კატასტროფა იყო” - განაცხადა მან.
ამასთან, რამასვამიმ მოიყვანა მაგალითი იმისა, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, ალიანსის სამიტის შემდეგ, სადაც ითქვა, რომ ქვეყანა საბოლოოდ გახდებოდა ნატოს წევრი.
რამასვამი POLITICO-ს ჟურნალისტს მას შემდეგ ესაუბრა, როდესაც მან ABC News-ს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაასრულოს რუსეთთან ბრძოლა „მნიშვნელოვანი დათმობებით".
„პუტინი საბოლოო ჯამში, ყირიმით და დონბასის უმეტესი ნაწილით დაასრულებს”, - განაცხადა რამასვამიმ. გარდა ამისა, მისივე თქმით, ნატო უნდა დაჰპირდეს, რომ უკრაინა არ შეუერთდება ალიანსს და აშშ-მ უნდა აღადგინოს „სრული ეკონომიკური ურთიერთობები“ რუსეთთან. "ეს არის დიდი დათმობები", - აღნიშნა მან.