ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
პრემიერ-მინისტრი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო

6-06-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და მუზეუმის თანამშრომლებს ევროპის მუზეუმების პრემიის EMYA2023 - გამარჯვებულის ტიტული პირადად მიულოცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სილეტოს პრიზი 6 მაისს ბარსელონაში EMYA-ის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.

მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

სილეტოს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო მუზეუმს საზოგადოების საკეთილდღეოდ ჩატარებული საქმიანობისა და საზოგადოების სამუზეუმო ცხოვრებაში განსაკუთრებული ჩართულობისთვის. სილეტოს გარდამავალი ჯილდო გამარჯვებულ მუზეუმს ერთი წლით გადაეცემა.