გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შს სამინისტრომ „ახალგორის რაიონში საქართველოდან არალეგალურად შეტანილი სიგარეტი და ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღო“

16-08-2018

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებით, „ახალგორის რაიონში საქართველოდან არალეგალურად შეტანილი სიგარეტისა და ალკოჰოლური პროდუქციის ამოღება მოხდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიდები „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ” ჩაატარა. რეიდის შედეგად ამოღებული იყო სიგარეტი, კონიაკი, ლუდი და ენერგეტიკული სასმელები, რომელიც „საქართველოდან იყო არალეგალურად შეტანილი“. 
დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ რეიდები ტარდება დე ფაქტო მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომლის მიზანია აღიკვეთოს საქართველოდან უხარისხო პროდუქციის შეტანა და რეალიზება.

"ინტერპრესნიუსი"