გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად

8-06-2023

2012-წლამდე რასაც აკეთებდნენ, იმაზე არანაკლები ცოდვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს რასაც აკეთებს. კიდევ კარგი პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის და კიდევ უამრავი ადამიანის ფაქტორია, პოლიტიკიდან გასული ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია იმდენად დიდი ამ ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რომ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


„ბიძინა ივანიშვილის ერთი წერილი გაცილებით ძლიერი, წონიანი აღმოჩნდა, ვიდრე ათასი ფეიკ რეზოლუცია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ დღეს, არიან მშვიდობის გარანტი და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა და კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ადგილებზე არიან, თორემ ამათ რომ შეესრულებინათ, ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, ყოველგვარი გადაჭარბებისა და შეთქმულების თეორიების გარეშე, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.