გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აქცია შუხუთში-"სახლები დაგვეშლება ხალხნო, ნევროზი დაგვემართა უკვე"

1-12-2017

შუხუთში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. მოსახლეობა ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის, "„სინოჰიდროს" საქმიანობას აპროტესტებს.

დღეს დილიდან შუხუთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა რამდენიმე ადგილობრივმა გადაკეტა. ამ წუთებში ადგილზე კომპანიის კუთვნილი რამდენიმე სატვირთო მანქანა გაჩერებულია და მძღოლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მათი თქმით, სატვირთო მანქანების ხშირი მიმოსვლის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს პრობლემები ექმნებათ, აწუხებთ მტვერი და ხმაური. აღნიშნულის მოგვარებას შუხუთელები კატეგორიულად ითხოვენ, და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. 

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ მძიმეწონიანი მანქანები ნუ მოძრაობენ მთელი ღამის განმავლობაში, დაგვეშალა სახლები. სულ დაბზარულია კედლები. შუაღამეზე ატეხავენ სიგნალებს და მოსვენება აღარ გვაქვს. ცალკე მტვერი გვახრჩობს, აქეთ იმის შიში, სახლები თავზე არ ჩამოგვეშალოს. ვითხოვთ კომპენსაციებს მოყენებული ზარალისთვის. საერთოდ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ თავზე. მოლაპარაკებებზეც არ მოდიან"-გვეუბნება ადგილობრივი ირაკლი ჩხაიძე. 

"30 ოჯახი ვართ აქ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი პროტესტის ძირითადი მიზეზი არის, რომ ეს მძიმეწონიანი მანქანები, რომელიც ჩინური კომპანიის საკუთრებაა, ძალიან დიდ ზარალს გვაყენებს. მტვერია საშინელი, ხმაური. სახლები დაგვეშლება ხალხო. ვინმემ დროულად თუ არ მოგვხედა.  ნერვოზი დაგვემართა.  გზის გახსნას არ ვაპირებთ, მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ამხელა მანქანები მოსვენებას აღარ გვაძლევენ. ქვა-ღორღი რომ გადააქვთ, იყრება გზადაგზა,  ეს ასფალტსაც აფუჭებს. ლანჩხუთის  მერიას რაც შეეძლო, ყველაფერი გაკეთა. კომპანიამ კეთილი ინებოს, ან გადაგვიხადოს ზარალის საფასური, ან მოძებნონ ალტერნატიული გზა, რომ ჩვენ დაგვასვენონ"-გვითხრა გულო სარიშვილმა. 


ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, ადგილობრივებმა აქცია ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე გამართეს, თუმცა პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. 

წყარო: "გურიის მოამბე"