გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პროექტი - „EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA" დაიწყო

9-06-2023

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 2023 წლის 01 მარტიდან დაიწყო პროექტი „EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA".
 ფონდის მისიაა ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება. პროექტის პარტნიორები არიან: პროექტის ლიდერი - Regional Development Agency Senec – Pezinok (სლოვაკეთი); Association of Regional Brands (ჩეხეთი); The Association of the Carpathian Euroregion (პოლონეთი); სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საქართველო).
 ახალი პროექტი ეხება რეგიონული ბრენდების გაფართოებას გურიისა და რაჭის რეგიონებში - საქართველოს რეგიონულ დონეზე ბიზნესისა და სოციალური ბიზნეს-კავშირების განვითარების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.
 7 ივნისს პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ჩატრდა მე-2 ვორქშოფი, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნლები, შეიქმნა მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი.
 მუნიცპალურმა სამუშაო ჯგუფმა იმუშავა ბრენდის პრინციპებზე, სტრუქტურაზე დაფინანსების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამავე შეხვედრაზე, ბრენდის სტრუქტურიდან გამომდინარე, არჩეულები იყვნენ რეგიონული სამუშაო ჯგუფუის მეწარმე წევრები.
 პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის ორგანიზებით და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა რეგიონული ბრენდირების პრინციპების გათვალისწინებით.