17-08-2018
დღესს, 17 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, აუდიტორია N208, (მისამართი: რუსთაველის 122ა),დღესს, 17 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, აუდიტორია N208, (მისამართი: რუსთაველის 122ა),
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისინიციატივით გაიმართება "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონისპროექტის საჯარო განხილვა. ღონისძიებას გაუძღვება კომიტეტის თავმჯდომარემიხეილ ყაველაშვილი. საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება და ღონისძიებაზედასწრება თავისუფალია.
კანონპროექტის საჯარო განხილვები ტარდება საქართველოს მასშტაბით დაუკვე მოეწყო კახეთის (ქ. თელავი), ქვემო ქართლის (ქ. ბოლნისი), შიდა ქართლის (ქ.გორი), აჭარის არ. (ქ. ბათუმი), გურიის (ქ. ოზურგეთი), სამეგრელოს (ქ. ზუგდიდი),იმერეთისა (ქ. ქუთაისი) და რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის (ქ. ამბროლაური)რეგიონებში.
საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენელებისაგანმოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას კანონის პროექტის შემდგომისრულყოფის მიზნით. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიუზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისადა შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტისავტორისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროსათვის. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია2018 წლის ბოლომდე.
"სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არისმიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულთანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობისფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულგამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით,როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობასპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა,სპორტული მედიცინა და სხვა. პროექტის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.