გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: საიდან აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამდენი ქონება, ეს გამოიძიონ იმ ახალგაზრდებმა, როინ მეტრეველს რომ დასდევენ

12-06-2023

„ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორად იცის ევროპარლამენტარების დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან, რომ აშკარა სიცრუეზე აგებულ რეზოლუციებს 500-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ისე მოაწერა ხელი, არც კი წაუკითხავთ - სააკაშვილის გადაყვანას ითხოვდნენ კლინიკაში, მაშინ, როცა სააკაშვილი უკვე იქ იყო.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია უკვე ღია ტექსტებით გამოდის და ისევ რევოლუციაზე საუბრობს, მათ შორის, ახალგაზრდების ნაწილსაც იყენებენ, თუმცა, ნელ-ნელა ეს ახალგაზრდებიც დაინახავენ ვის მხარეს არის სიმართლე.


„ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ: კანდიდატის სტატუსის მისაღებად სამუშაო პროცესში ჩართულია ჩვენი საჯარო სექტორიც. ვერ გვისწრებენ და ვერც გაგვასწრებენ - აბა, ვინმემ მითხრას უკრაინაში ოპოზიციური არხი, რომელიც არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებს? როგორ შეიძლება უკრაინას, ომში მყოფ ქვეყანას დემოკრატია უფრო უყვაოდეს? წარმოუდგენელია.


რა პოზიციაც და გზაც ავირჩიეთ, ეს მარტო საქართველოს გზა არ არის, მაკრონმაც პირდაპირ მიუთითა აშშ-ს, რომ პარტნიორობა ვასალურ დამოკიდებულებას არ ნიშნავსო - ნელ-ნელა იწყებენ სიმართლეზე საუბარს. აიძულებს საზოგადოება ყველას, რომ სიმართლე ისაუბრონ. რადიკალური ოპოზიცია უკვე ღია ტექსტებით გამოდის და ისევ რევოლუციაზე საუბრობს. სურთ, რომ კანდიდატის სტატუსი სავაჭროდ აქციონ, არ მოგვცენ და შემდეგ, რევოლუციით შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება.


ახლა ახალგაზრდებსაც იყენებენ, მაგრამ შანსი არ არის, სიმართლე დაიმალოს. ეს ახალგაზრდები ნელ-ნელა დაინახავენ, სად არის სიმართლე. ამ ახალგაზრდებს მინდა ერთი რამ შევახსენო: მილიონ სამასი ათასი დოლარი გადაიხადა სააკაშვილის ოჯახმა იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში ეწარმოებინა პიარკამპანია, თუ როგორ კვდებოდა სააკაშვილი ვითომ, გაეშავებინათ ხელისუფლება და ა.შ. იმ ფონზე, რომ როცა პრეზიდენტი გახდა სააკაშვილი, ამბობდა, ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ და 100 დოლარით მოვდივარ ხელისუფლებაშიო; ჩემი მინისტრები ვერ იფრენენ ბიზნესკლასითო. ეს ადამიანი ბოლო წლებში ისე დადიოდა, როგორც ფაშა - 70 მანქანა დაჰყვებოდა და ყველა ახალგაზრდა გოგოს უმალავდნენ, რომ არ გაეუპატიურებინა.

ამის დაფინანსებულ ტელევიზიებში მუშაობენ ეს ახალგაზრდები, დღეს რომ როინ მეტრეველს დასდევენ. მდიდარმა ენჯეოებმა, ჩვენს დეკლარაციებში რომ ძვრებიან, ის გამოიძიონ, საიდან აქვთ სააკაშვილსა და კეზერაშვილს ამდენი ქონება.


ანწუხელიძის სისხლზე მოპოვებული ფულით ააწყო ტელევიზიები ამ ნაძირალა კეზერაშვილმა - ეს გამოიძიონ, თუ არიან სამართლიანი, გამბედავი და მართალი ახალგაზრდები. ის ხელისუფლება იყო ზუსტად კორუმპირებული. ბოკერია და ჩერგოლეიშვილი 2016 წელს რომ გაემიჯნენ სააკაშვილს, სინამდვილეში პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ. უნდათ, რომ იმ პატიმრების წამებაზე, ქონების გადაფორმებასა და ა.შ მათი პასუხისმგებლობა არ იყოს. ყველა აგებს პასუხს. როგორც დათა თუთაშხიაშია, პოლიტიკურ თონეში უნდა ჩაახრჩო „ნაციონალური მოძრაობა“ და არ უნდა ამოასუნთქო, დღეს რომ გამოდიან და კიდევ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკს ბედავენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.